უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

უხვი ნალექის გამო, ქუთაისში, მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ბუხაიძის ქუჩა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. 

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტი მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ჩაატარებს. ასევე მოხდება ზარალის დათვლა.