ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 132 კმ–ზე მონაკვეთზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისათვის, ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.