პარტია

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.

აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე.

გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში.

მჯერა, 21 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი  ხალხი კვლავ გამოუცხადებს ნდობას  "ქართულ ოცნებას", ჩვენს გუნდს და გააკეთებს არჩევანს ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ.

 

--