“ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება

“ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება

პირველ არხს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება.

გიორგი ტყემალაძის შესახებ ინფორმაცია პირველმა არხმა ადრეც გაავრცელა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური დადასტურება ტყემალაძის შესახებ არ ყოფილა.

გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეა და "ქართული ოცნებიდან" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.