ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყირგიზეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის 2 ექსპრემიერი - სოორონბაი ჟეენბეკოვი, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა და ოპოზიციის ლიდერი ომურბეკ ბაბანოვი. ყირგიზეთის ცესკოს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით დილის 08:00 საათზე 2338 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

უბნები საღამოს 20:00 საათზე დაიხურება. მოქმედი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი 2011 წელს აირჩიეს და მას საპრეზიდენტო უფლებამოსილება 1 დეკემბერს ეწურება. ატამბაევი არჩევნებში არ მონაწილეობს, რადგან მას კენჭისყრის უფლება კანონით არ აქვს.