სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

„ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.