არჩილ ხანდამაშილი: ჩემსა და თქვენს შორის არ იქნება ბარიერი

არჩილ ხანდამაშილი: ჩემსა და თქვენს შორის არ იქნება ბარიერი

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან გიორგი მაჭავარიანთან და თენგიზ ზარდიაშვილთან ერთად განაგრძობს მორიგ შეხვედრებს სოფელ  გურჯაანისა და ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან  კარდაკარის პრინციპით.

მერობის კანდიდატმა თითოეული ოჯახიდან მოისმინა არსებული პრობლემები და გააცნო პარტია ,,ქართული ოცნების“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები.

,,21 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ, ყველა ერთად ვნახავთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ჩემსა და თქვენს შორის არ იქნება ბარიერი, რაც საქმესაც გაგვიადვილებს და მეტ შედეგსაც მოგვიტანს. ყველა ერთად ვიბრძოლებთ იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც ამ დროისთვის ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს. ოთხი წლის შემდეგ   გურჯაანი აუცილებლად იქნება ერთ-ერთ  ყველაზე ძლიერი მუნიციპალიტეტი კახეთის რეგიონში“- განაცხადა მერობის კანდიდატმა.

,,ბატონი არჩილი  ჩვენს იმედს გაამართლებს. დარწმუნებულები ვართ, რომ გურჯაანს სწორედ მისნაირი გამოცდილი და პატიოსანი ადამიანის ხელმძღვანელობა სჭირდება,“ - განაცხადა დალი სეფიაშვილმა.