აშშ ვერ შესძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას

აშშ ვერ შესძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ ვერ შესძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას.

„ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ შესძლებს საერთაშორისო შეთანხმების გაუქმებას, რომელმაც გაერო-ს მხარდაჭერა მიიღო“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

„ეს არ არის ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება. შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.

ირანის პრეზიდენტმა ასევე გამორიცხა შეთანხმების პირობების ცვლილების შესაძლებლობა.

„აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს შეთანხმებაში ახალი დებულებების შეტანა. თუმცა, მან არ იცის, რომ ამ შეთანხმებაში ახალი პუნქტების დამატება შეუძლებია“, - აღნიშნა ჰასან რუჰანიმ.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გაიყვანოს ნებისმიერ მომენტში, თუ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა.