აშშ-ის საელჩო: იმედგაცრუებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს

აშშ-ის საელჩო: იმედგაცრუებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს

იმედგაცრუებული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩო ეხმაურება ცვლილებების პროექტს, რომელზეც დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ მიიღო.

”საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.