ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ტოივო კლაარი დანიშნა

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ტოივო კლაარი დანიშნა

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სპეციალურ წარმომადგენელად ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დანიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა მიიღო. 

ტოივო კლაარი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატს ჰერბერტ ზალბერს ჩაანაცვლებს.  

2005-2010 წლებში ტოივო კლაარი ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა.