სს გეს

სს გეს "საქრუსენერგოს“ მმართველობაში ცვლილებაა

სს გეს "საქრუსენერგოსმმართველობაში ცვლილებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რომეო მიქაუტაძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა.

მისი 9 წლიანი კომპანიაში მოღვაწეობის განმავლობაში საზოგადოებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, კერძოდ: კომპანიის კუთვნილებაში, ქვეყვნისათვის უმნიშვნელოვანესი ეგხ-ების გამართვა და მზადყოფნაში მოყვანა, თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დაფასება, საქართველოს ენერგოკომპანიებს შორის მჭირდო ურთიერთობების ჩამოყალიბება, კომპანიაში ჯანსაღი ატმოსფეროს დამკვიდრება და მრავალი სხვა რამაც ხელი შეუწყო როგორც საქრუსენერგოს ძლიერ და წარმატებულ კომპანიად ჩამოყალიბებას ასევე მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის უსაფრთხოდ და გამართულად ფუნქციონირებას. მადლობას ვუხდით ბატონ რომეოს საქრუსენერგოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ მას ახალ საქმიანობაში.

სამუშაო დღის ბოლოს ბატონი რომეო შეხვდა საზოგადოების თანამშრომლებს, გულთბილი მადლობა გადაუხადა მათ ერთგული სამსახურისათვის და წარმატებები უსურვა.