”ევროპულმა საქართველომ” ქუთაისში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სხდომათა დარბაზში ბანერი წარწერით - ”ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” გამოფინა. პარტია ამ ბანერით საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს. ამ წუთებში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.