ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ

ირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები კითხვებს სვამენ და პასუხებს ვერ იღებენ

სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც დეპუტატები სვამენ კითხვებს და ამ კითხვებზე ისინი ვერ იღებენ პასუხებს, - ასეთი კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძე, საკონსტიტუციო პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა. 

„მაგალითად, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დასვა კითხვა, ბატონმა გია გაჩეჩილაძემ, ბატონმა მამუკა მდინარაძემ და მათ კითხვებს პასუხები არ გაეცა. ეს სამწუხარო პრაქტიკაა. აქ საუბარი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებზე და სამწუხაროდ, არასწორად იქნა ციტირებული შესაბამისი დასკვნები. საუბარი იყო ევროკავშირზე და ვენეციის კომისიაზე. ევროკავშირის დასკვნას წაგიკითხავთ: „ევროკავშირის წარმომადგენლობა იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას“. იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ნდობა საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ, საჭიროა სწორად ციტირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.