თბილისში დიდი დიღმის მიმართულებით მოძრავ #14 ავტობუსში ნაპოვნ ჩანთაში ნაღმი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. უწყების ცნობით, ავტობუსში ერთ-ერთ მგზავრს ჩანთა და საფულე დარჩა, რის გამოც საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ნივთები სამართალდამცველებს გადაეცათ.
მათივე ცნობით, ავტობუსი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ცოტა ხნის წინ, "პირველს" თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ #14 ავტობუსში საეჭვო ჩანთა აღმოაჩინეს.