მეტროსადგური "უნივერსიტეტი" 16 ოქტომბერს გაიხსნება. როგორც Allnews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ახალი მეტროსადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს დღის მეორე ნახევრიდან მიიღებს. მეტროსადგურის მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა–ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ. ახალი მეტროსადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.