რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ძლიერი თურქეთი ანკარას მტრებში შიშს იწვევს

თურქეთი როდესაც აშშ-ს იარაღის ყიდვის თხოვნით მიმართავს, ვაშინგტონი საბაბად კონგრესის თანხმობის საჭიროებას ასახელებს, თუმცა როდესაც საქმე ეხება ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ იარაღს უსასყიდლოდ აწვდიან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. 
„ბრიუსელი დაპირებებს იძლევა, შემდეგ კი მათ არ ასრულებს, ვინაიდან ევროკავშირის წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერი ხალხია. მთელი მათი ცხოვრება ერთი სიცრუეა. ჩვენ არასოდეს გვინახავს გულწრფელობა ევროკავშირის პოზიციებში“, - აღნიშნა ერდოღანმა. 

მისი თქმით, თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. 

„თურქეთის პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე უკანონობასთან და უსამართლობასთან ბრძოლაში გარკვეული ძალების უკმაყოფილებას იწვევს. ძლიერი თურქეთი შიშს იწვევს ანკარას მტრებში. რაც მთავარია, თურქეთი სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი და იმედი ხდება“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე დაადანაშაულა თურქეთში აშშ-ს საელჩო თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების დაძაბვაში. 

„თურქეთი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-ს ელჩმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. თურქეთი ამას ვერ დაეთანხმება“, - დასძინა მან.