პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგინა პარლამენტს

პრეზიდენტი ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგინა პარლამენტს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს არსებული სახით წარმოდგენისას ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო.

"ჩვენ ვისურვებდით, რომ ვეტო ისეთნაირად ყოფილიყო წარმოდგენილი, რასაც ჩვენ გავითვალისწინებდით და ამის თაობაზე მზაობა გვქონდა გაცხადებული, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის, რასაც მხარს უჭერდა ვენეციის კომისია და რასაც ჩვენც გავითვალისწინებდით, ვერ ასახა პრეზიდენტმა ვეტოში და ვეტოს სახით წარმოგვიდგინა კანონპროექტი, რომელიც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან არის წარმოდგენილი. ეს მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი სწორედ ამ ოპოზიციური ჯგუფების გავლენის ქვეშ იყო, როდესაც ვეტო ამ სახით წარუდგინა პარლამენტს",- განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, უმრავლესობა აუცილებლად დაძლევს ვეტოს.

ხვალ, პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.