პარტნიორები აფასებენ იმას, რომ საქართველო უსაფრთხოების გამოწვევებს წარმატებულად უმკლავდება

პარტნიორები აფასებენ იმას, რომ საქართველო უსაფრთხოების გამოწვევებს წარმატებულად უმკლავდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის შეფასებით, ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენცია და მისი მონაწილეების დონე საქართველოს მნიშვნელობაზე მეტყველებს. ამის შესახებ იან კელიმ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„საქართველოს პარტნიორები აფასებენ იმას, რომ საქართველო უსაფრთხოების რთული გამოწვევების წინაშე დგას და წარმატებულად უმკლავდება მათ“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

მისივე თქმით, „საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ს, სურვილი აქვს საქართველოს დაეხმაროს“.

„საქართველოს როგორც სტრატეგიული, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა იან კელიმ შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლზე საუბრისას.