იმ საფრთხის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, უფრო მეტი გააზრებაა საჭირო

იმ საფრთხის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, უფრო მეტი გააზრებაა საჭირო

მთავარი მესიჯი არის ის, რომ უსაფრთხოების გამოწვევები და პრობლემები იგივეა, თუმცა განსხვავებულია იმასთან შედარებით, რაც შარშან იყო, - განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლინკოლნ მიტჩელმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„იმ საფრთხის, რასაც რუსეთი წარმოადგენს, უფრო მეტი გააზრებაა საჭირო. უფრო მეტი შეშფოთებაა მსოფლიოში არსებულ არასტაბილურობაზე. ჩვენ დღეს ამაზე ვსაუბრობთ. ერთი წლის წინ ამერიკელები დარწმუნებული ვიყავით, რომ პრეზიდენტად ჰილარი კლინტონი გვეყოლებოდა, რომლის საგარეო პოლიტიკა სტაბილური იქნებოდა. თუმცა, ეს არ მოხდა და სულ სხვანაირი პრეზიდენტი გვყავს. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო არასტაბილური ხდება, მათ შორის დასავლეთი, ჩნდება კითხვა - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? რას ნიშნავს ეს ნატო-სთვის? განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რუსეთი უფრო გათამამდა. ეს არის უსაფრთხოებისთვის რთული გამოწვევა“, - დასძინა მიტჩელმა.