უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა დგას, არამედ მთელი მსოფლიო

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა დგას, არამედ მთელი მსოფლიო

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ მთელი მსოფლიო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ყველა მეგობარს საქართველოს აღმშენებლობისა და სუვერენიტეტის საქმეში გვერდში დგომისთვის.

„ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ რეგიონში. მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ რბილ თუ ხისტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას საჭიროებს. ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იქცა მნიშვნელოვან რეგიონულ ფორმატად, სადაც ასეთი მსჯელობა შეიძლება.