2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დებატები მოჰყვა.
რომან გოცირიძემ დოკუმენტს “სიღარიბის ბიუჯეტი” უწოდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლარის გაუფასურების რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკში მისი საქმიანობის დროს და "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობისას ქართული ვალუტა სტაბილური იყო.
“დარი იყო თუ ავდარი, ლარი იყო მაგარი”, - აღნიშნა გოცირიძემ.