სინოდის სხდომაზე მეუფე სერაფიმემ მონასტერში წასვლა ითხოვა, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მიტროპოლიტის თქმით, მეუფე სერაფიმემ თავად ითხოვა, რომ რომელიმე მონასტერში წავიდეს, თუმცა მღვდელმთავრის წოდება შეუნარჩუნდება.
მისივე თქმით, ამ მომენტისათვის უცნობია, თუ რომელ მონასტერში იცხოვრებს მეუფე სერაფიმე, ამას იგი თავად გადაწყვეტს.