„რთველი 2017"-ის საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთში, ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსულმა შემოსავალმა 134 მილიონ ლარს მიაღწია. ყურძენი კი 14 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
შტაბში ამბობენ, რომ რთველი წელს რეგიონში წარმატებულად მიმდინარეობდა.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს ყურძენზე სუბსიდირება არ გაცემულა. ამას ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის სტაბილურად მზარდი ექსპორტით და კერძო სექტორის მხრიდან ყურძნის შესყიდვის დაინტერესებით ხსნის.
რთველი კახეთში აგვისტოს ბოლოს დედოფლის წყაროდან დაიწყო და ეტაპობრივად რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მოიცვა.