დღევანდელი სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი ეკლესიისთვის, ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის ჩემს შესახებაც იყო საუბარი, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია, - ამის შესახებ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მეუფე პეტრეს გარდა, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, კომენტარი ჯერჯერობით არც ერთ სხვა მღვდელმთავარს არ გაუკეთებია.