საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

უცნობია რამდენი მღვდელთავარი იღებს სხდომის საკითხების განხილვაში მონაწილეობას.

მღვდელმთავრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათთვის განსახილველი საკითხები უცნობია, კერძოდ, მათთვის უცნობია განიხილავენ თუ არა პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეს, ან ხომ არ მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას მეუფე პეტრესთან დაკავშირებით.

როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი სხდომა საგანგებოა.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ძირითადად ორჯერ იკრიბება. პირველი სხდომა წელს, 9 მარტს გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გიორგი მამალაძის საქმე იყო.