საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 ოქტომბერს დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:

1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.