მომავალი წლიდან პრემიერი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად წარსდგება ანგარიშით

მომავალი წლიდან პრემიერი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად წარსდგება ანგარიშით

მთავარი ანგარიშის ჩაბარება 21 ოქტომბერს იქნება, - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლის შესახებ.

"ჩვენ ძირითად კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება, ყოველწლიურად წარუდგინოს პარლამენტს საანგარიშო მოხსენება. ასე, რომ ჩვენი სურვილი ამასთან დაკავშირებით უკვე ასახულია ძირითად კანონში და მომავალი წლიდან პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე ყოველწლიურად წარსდგება ანგარიშით. მთავარი ანგარიში კი, რასაც ჩვენ ვაბარებთ, ეს არის არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენ ჩავაბარებთ ამ ანგარიშს ქართველ ამომრჩეველს, როცა მას მიეცემა საშუალება მხარი დაგვიჭიროს ან სხვას დაუჭიროს მხარი", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი და რამდენიმე მინისტრი პარლამენტში მივიდეს და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე კითხვებს უპასუხოს.