ეჭვი მეპარება, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე საუბარი ე.წ. ციანიდის საქმეს შეეხოს, - ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებას სინოდის სხდომის მდივანი გააკეთებს.
"დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდება. ვერაფერს გეტყვით, სანამ სინოდის სხდომა არ დასრულდება. სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.