ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი: კატალონია დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებს

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი: კატალონია დამოუკიდებლობას ვერ მოიპოვებს

ესპანეთის ეკონომიკის მინისტრი, ლუის დე გუინდოსი აცხადებს, რომ კატალონია დამოუკიდებლობის მოპოვებას ვერ შეძლებენ. მან დაამშვიდა ესპანელი მოქალაქეები, რომ კატალონიურ ბანკებში გახსნილ ანგარიშებს საფრთხე არ ემუქრებათ.

გუინდოსის სიტყვებს წინ უძღოდა არაერთი მსხვილი კომპანიის განცხადება, მთავარი ოფისის კატალონიიდან სხვა ლოკაციაზე გადატანასთან დაკავშირებით. გუინდოსის მიხედვით, კატალონიის კრიზისის გამო შექმნილი გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ესპანეთის ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს.

გუინდოსი ევროზონის წევრის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრებს ლუქსემბურგში ესაუბრა. ესპანეთში მიმდინარე არამდგრადი პოლიტიკური მდგომარეობა ევროზონის წევრ ქვეყნებში დიდ ყურადღებას იპყრობს. პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა, რიკარდო მოურინიო ფელიქსმა CNBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ესპანეთის კრიზისი 19 ქვეყნისგან შემდგარ ევროზონას მთლიანად ეხება - რეგიონს, რომელიც მოიცავს ქვეყნებს, რომელთა ოფიციალურ ვალუტად ევრო ითვლება. “კატალონიის კრიზისი პრობლემას არამარტო პორტუგალიისთვის, არამედ ევროზონისთვის და ევროკავშირისთვისაც წარმოადგენს, განაცხადა მან.

პორტუგალია კატალონიაში მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებით დიდი ინტერესით აკვირდება, რადგან ესპანეთი მის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.