შეუდარებელი ნატალი

შეუდარებელი ნატალი

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „IMDB” იმ კინომსახიობთა ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც მაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს.

მსოფლიოში არაერთი პოპულარული მსახიობია. გამოცემის მკითხველებმა მათ შორის განსაკუთრებით ნატალი პორტმანი გამოარჩიეს.

ამ სიის მეორე საფეხურზე მილა კუნისი აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ კუნისი-პორტმანის დუეტმა გახმაურებულ კინოსურათში „შავი გედი“ მთავარი როლები შეასრულეს.

მესამე პოზიციაზე ანალოგიური რეიტინგის გასული წლის გამარჯვებული ჯონი დეპი აღმოჩნდა.