აგრამუნტი გადადგა

აგრამუნტი გადადგა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში" დაწერა.

„პირადი მიზეზების გამო გადავწყვიტე, რომ ევროპის საჭოს საპარლამენტო ასამბლეას აღარ ვუხელმძღვანელებ,“-წერს აგრამუნტი.

პედრო აგრამუნტის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ის რუსული სამთავრობო თვითმფრინავით სირიაში ბაშარ ასადთან შესახვედრად ჩავიდა. მისი გადადგომის საკითხზე ორშაბათს ევროპის საბჭოში ფინალური კენჭისყრა იგეგმებოდა.