რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ მან შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ევროკავშირი 4 ივლისს მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გაუხსნის.
როგორც დანმა აღნიშნა, 26 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მან თქვა, რომ 4 ივლისს მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გაუხსნიან. თითქოსდა, ეს მოლდოვა-ევროკავშირის პირველ სამიტზე უნდა მომხდარიყო. ბრიუსელს კიშინიოვისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერი უნდა გაეხსნა.
აღნიშნული განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე საათში დანმა თქვა, რომ მისი გამონათქვამი „შეცდომა იყო“.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება, თუმცა როდის მოხდება ეს მოლდოვისა და უკრაინისთვის, ჯერჯერობით უცნობია.