ტრამპის განცხადებით, იგი აღარ დაუშვებს აშშ-ში რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისებას

ტრამპის განცხადებით, იგი აღარ დაუშვებს აშშ-ში რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისებას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იგი აღარ დაუშვებს ამერიკის შეერთებულ შტატებში რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიის წახალისებას.

თეთრი სახლის ლიდერი განმარტავს, რომ ეს თემა წინა ადმინისტრაციის დროს აქტუალური იყო, თუმცა აღარ განმეორდება.

„ძალიან სამწუხაროა ის, რაც ბაიდენმა ამ ქვეყანას გაუკეთა, თუმცა, ვფიქრობ, ამას თავად არ აკეთებდა, არამედ მისი გარემოცვა, რადგან მას სულაც არ სჯეროდა, რომ კაცებს ქალების სპორტში უნდა ეასპარეზათ. რაც ამ ხალმა ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, ისტორიამ არ უნდა დაივიწყოს. მე არ მსურს ტრანსგენდერობა ყველასთვის. არ მსურს კაცები ქალების სპორტში. ეს აღმაშფოთებელია“, - თქვა ტრამპმა.