კუმურდოში საკითხი უკვე მოგვარებულია და ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება

კუმურდოში საკითხი უკვე მოგვარებულია და ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის თქმით, კუმურდოში საკითხი უკვე მოგვარებულია და ძეგლის რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება. 

როგორც ნიკოლოზ ანთიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ გუშინ მომხდარი მოვლენები რამდენიმე ადამიანის მხრიდან პროვოკაცია იყო. 

”2016 წლიდან დაიწყო მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე კულტურული ძეგლის რესტავრაცია, რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ, ეს იყო ნაწილობრივ პროვოკაციული ღონისძიება რამდენიმე ადამიანის მხრიდან. რომელიც ემსახურებოდა გაურკვეველი დისონანსის შეტანას მიმდინარე პროცესებში. შინაგან საქმეთა მინისტრი ადგილზე იმყოფებოდა. საკითხი მოგვარებულია. რესტავრაციის პროცესი გაგრძელდება და ვფიქრობ, შემდგომში მსგავსი ინციდენტები აღარ იქნება”, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის გუშინ დაპირისპირება მოხდა. 

დაპირისპირება მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.