დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვქმნით ისეთ რეგულაციებს, რომ საქართველო არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს

დავით მათიკაშვილი: ჩვენ ვქმნით ისეთ რეგულაციებს, რომ საქართველო არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს

შრომითი კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მიგრანტებთან დაკავშირებით იყოს სწორი საკანონმდებლო რეგულაციები, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, რომელმაც „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე განმარტება გააკეთა.

„ჩვენ ვქმნით ისეთ პირობებს, რომ არალეგალი მიგრანტების თავშეყრის ადგილი არ იყოს საქართველოში და ამ მხრივ მოხდეს რეგულაციების გამკაცრება. ხდება კანონმდებლობის სრულყოფა, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას მოაგვარებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.