თამამად შეიძლება ეწოდოს ამ დოკუმენტს კონსტიტუციის პირველი შესწორება

თამამად შეიძლება ეწოდოს ამ დოკუმენტს კონსტიტუციის პირველი შესწორება

თამამად შეიძლება ეწოდოს ამ დოკუმენტს კონსტიტუციის პირველი შესწორება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციის მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„აქამდე კონსტიტუცია იცვლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური ინტერესებიდდან გამომდინარე, თავიდანვე ძალიან ცუდად დავიწყეთ. „პირველივე შესწორება“, პირველივე ცვლილება როდესაც შევიდა კონსტიტუციაში, ეხებოდა 5%–იანი ბარიერის ჩანაცვლებას 7%–იანი ბარიერით. მაშინ ამ ცვლილების ინიციატორი გახლდათ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც, სხვა ცვლილებებისა, რომელმაც ხელი შეუწყო კიდევ ერთხელ საქართველოში არასწორი საკონსტიტუციო ტრადიციების და კულტურის დამკვიდრებას. და ჩვენ ამ არასწორ ტრადიციას ვცვლით ძალიან სწორი ტრადიციით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.