„ნაცმოძრაობა“ ცდილობს პარლამენტის წინ მომხრეთა მობილიზებას და გეგმავს გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს პარლამენტის წინ მომხრეთა მობილიზებას და გეგმავს გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ სწორედ ”ნაციონალური მოძრაობა” აპროტესტებს იმ კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უნდა უზრუნველყოს, - ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტის წინ მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზებას ცდილობენ და გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას გეგმავენ.

”ალბათ არავის გაუკვირდება, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ აპროტესტებს იმ კონსტიტუციას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი უნდა უზრუნველყოს. ისინი ცდილობენ პარლამენტის წინ მომხრეთა მაქსიმალურ მობილიზებას და გეგმავენ გარკვეული დესტაბილიზაციის განცდის შექმნას, რაც ბუნებრივია, არ გამოუვათ. რაც მეტად იაქტიურებს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეახსენებს თავს საზოგადოებას, საზოგადოება მით უფრო ადეკვატური იქნება ასეთი მოვლენების მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბედავენ ჩვენს ქვეყანაში რაიმეს გაპროტესტებას, მითუმეტეს, როდესაც ეროვნულ ღირებულებეზე დაფუძნებულ, დასავლური ტიპის კონსტიტუციაზეა საუბარი”, - განაცხადა მდინარაძემ.

„არა ერთპარტიულ კონსტიტუციას“- მსგავსი ლოზუნგით ქუთაისში პარლამენტის შენობასთან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები დღეს რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ.