ვენეციის კომისიისთვის შესასწავლად გადაცემულ კონსტიტუციის პროექტში გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წინა სისტემა ჩანაცვლებულია ახალი კომპლექსური სისტემით, რომელიც ინარჩუნებს, მაგრამ ამავდროულად ზღუდავს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი.
„მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისტემა შეესაბამება ვენეციის კომისის მიერ გაკეთებულ წინა რეკომენდაციას, რომ სულ მცირე შემცირებული იყოს ბონუსების სისტემის გავლენა, ის მაინც უპირატესობას აძლევს ყველაზე ძლიერ პარტიას ქვეყანაში, სადაც ყველაზე ძლიერ პარტიას მტკიცე უმრავლესობის ქონის ტრადიცია გააჩნია. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ შეფერხებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რათა კონსტიტუცია მიიღონ“, - ნათქვამია კომისიის წინასწარ დასკვნაში.