პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება სამწუხაროა, ხოლო გაუნაწილებელი ხმების გადანაწილების ბონუსურ სისტემაზე უარი უნდა ითქვას

პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება სამწუხაროა, ხოლო გაუნაწილებელი ხმების გადანაწილების ბონუსურ სისტემაზე უარი უნდა ითქვას

ვენეციის კომისიამ თავისი მოსაზრების პროექტში კვლავ დაადასტურა თავისი წინა დადებითი შეფასება, მაგრამ კვლავ აღნიშნა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო რეფორმა ყველაზე ფართო კონსენსუსით უნდა მიიღწეს. ამის შესახებ ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, კონსენსუსის მიღწევაში მთავარი შეფერხება 2024 წლის ოქტომბრამდე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის ძალაში შესვლის გადავადებაა. ვენეციის კომისიამ აღნიშნულს ძალზე სამწუხარო უწოდა, ვინაიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

„მეორე მოსმენით მიღებული გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების ახალი კომპლექსური სისტემა ამცირების გამარჯვებული პარტიისთვის ბონუსის ეფექტს, მაგრამ მაინც ძალიან ხელს უწყობს ქვეყანაში ყველაზე ძლიერ პარტიას. ბონუსის სისტემა ასევე წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან კონსტიტუციის მიღების საკითხში. შესაბამისად, ვენეციის კომისია მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის დაპირებას, განიხილონ ბონუსის სისტემაზე უარის თქმა და 2024 წლიდან მანდატების სრულად პროპორციული გადანაწილება დანერგონ. ვენეციის კომისია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ განხილული, არამედ დაუყოვნებლივ იქნება მიღებული“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.