მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღებული ვალდებულება, 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი

მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღებული ვალდებულება, 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი

მისასალმებელია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 2017 წლის 20 სექტემბრის წერილში აღებული ვალდებულება, განიხილონ პარტიული ბლოკების დაშვება და 2020 წლის არჩევნებზე 3%-მდე დასწიონ საარჩევნო ზღვარი, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებასა და გაუმჯობესებას წარმოადგენს.

ამასთან, კომისია ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის ოქტომბრისთვის ძალაში შესვლის გადავადებას და ეს ფაქტი კონსენსუსის მისაღწევად მთავარ შეფერხებად მიაჩნია.