ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აფიქსირებს შენიშვნებს, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით გააჩნდა

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აფიქსირებს შენიშვნებს, რომელიც საარჩევნო სისტემის მიმართულებით გააჩნდა

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ აფიქსირებს შენიშვნებს, რომელიც მას საარჩევნო სისტემის მიმართულებით გააჩნდა. ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სრული პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელზე გადასვლაც კომისიის მიერ დადებითად შეფასდა, სამი მექანიზმის გამო იყო გაკრიტიკებული.

ვენეციის კომისიის შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ეფექტს ზღუდავდა: საკანონმდებლო არჩევნებში 5%-იანი ზღვარი, პარტიებისთვის ბლოკების აკრძალვა და გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილება.

"პატარა პარტიებისა და პლურალიზმისთვის ეს დესტრუქციული გავლენა შეზღუდული რომ ყოფილიყო, ვენეციის კომისია რეკომენდაციით გამოვიდა გაუნაწილებელი მანდატების განაწილება მომხდარიყო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც 5%-იანი ზღვარი გადალახა ან დადგენილი ყოფილიყო მანდატების ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც გამარჯვებული პარტია მიიღებდა; და/ან ზღვარი დაწეული ყოფილიყო 2 ან 3%-მდე",-ნათქვამია დოკუმენტში.