"ქართული ოცნებისთვის მთავარი ამოცანა იყო ისეთი პროგრესული დოკუმენტის მიღება"

რატი იონათამიშვილი: საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის წინასწარმა დასკვნამ მკაფიოდ აჩვენა, რომ მთელი ამ პროცესის განმვავლობაში ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი ცდილობდნენ მხოლოდ საკუთარი ვიწრო ინტერესების დაცვას, რისთვისაც მზად იყვნენ, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯი  შეელახათ.

ქართული ოცნებისთვის მთავარი ამოცანა იყო ისეთი პროგრესული დოკუმენტის მიღება, რომლის  პირობებშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დემოკრატიული გარემოს განვითარება და ისტორიული და თანამედროვე ფასეულობების ჰარმონიზება.

მეამაყება, რომ როგორი პოლიტიკური მოცემულობაც არ უნდა იყოს მომავალში, ახალი კონსტიტუცია შექმნის მყარ გარანტიებს, რათა დემოკრატიული  პრინციპების და ღირებულებების განვითარება ჩვენს ქვეყანაში შეუქცევად პროცესად იქცეს.