თამარ ჩუგოშვილი:  ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას

თამარ ჩუგოშვილი: ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომლის შედეგადაც  საქართველო ასრულებს საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის პროცესს.

ამ რეფორმით ჩვენ  ვაკეთებთ იმას, რაც არ გააკეთა არცერთმა ხელისუფლებამ და არ გააკეთებდა არც მომავალში - ფუნდამენტურად ვცვლით პოლიტიკური სისტემას და საფუძველს ვუყრით  ჯანსაღი და კონკურენტული პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის გარანტიაა.

ვენეციის კომისია მიესალმება პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებებს, უშიშროების საბჭოს გაუქმებას, პარლამენტის არჩევის სისტემის შეცვლას და სხვა მრავალ ცვლილებას.

დასკვნაში განსაკუთრებით ხაზგასმულია მმართველი პარტიის მიერ ბოლოს გაკეთებული შეთავაზება, რომლის თანახმადას 2024 წლიდან ქვეყანა სრულად პროპორციული წესით აირჩევს პარლამენტს, ხოლო 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება საარჩევნო ბლოკებსაც და საარჩევნო ბარიერი იქნება 3%. კომისია აღნიშნავს რომ ეს შეთავაზება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან კონსესუსის მიღწევის გზაზე.

ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რომელთა გამო ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი გვაკრიტიკებდა.

ყველა ეს საკითხი შეფასდა, როგორც ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.