დონალდ ტრამპი:  არჩევნებში რუსეთი არ დამხმარებია

დონალდ ტრამპი: არჩევნებში რუსეთი არ დამხმარებია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2016 წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებაში რუსეთი მას არ დახმარებია.

”თუ თქვენ ეს გაინტერესებთ - არა, რუსეთი მე არ დამხმარებია... დემოკრატებს რაღაც გამართლება სჭირდებოდათ, ამიტომაც მათ რუსეთი დაასახელეს... ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყალბეა”, - განაცხადა ტრამპმა ალაბამას შტატში გამოსვლისას.

გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და კონგრესში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ”რუსეთის ჩარევის” და დონალდ ტრამპის რუს ჩინოსნებთან და მეწარმეებთან სავარაუდო კავშირების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.