ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის სხდომაში მონაწილეობს.

კომიტეტი მიმდინარე სხდომის ფარგლებში ჟურნალისტების საქმიანობის დაცვისა და შეუფერხებლად განხორციელების მიმართულებით ევროპის გამოცდილებას განიხილავს. ნინო გოგუაძემ კომიტეტის წევრებს, ჟურნალისტური საქმიანობის დაცვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი გარანტიების შესახებ, საქართველოს გამოცდილება გააცნო. აღნიშნული ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის ანგარიშშია ისახება.

კომიტეტის სხდომას ევროპის ქვეყნების მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.