ჩვენ სათანადოდ უზრუნველვყოფთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარებას

ჩვენ სათანადოდ უზრუნველვყოფთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარებას

„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი მოქმედება",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის მიერ სპეციალური ბრძანების გამოცემას, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 „ჩვენ უზრუნველვყავით რეალურად სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება 2016 წელსაც, როდესაც ბევრად უფრო რთული ზოგადი პოლიტიკური გარემო იყო ჩამოყალიბებული და ამას, დარწმუნებული ვართ, სათანადოდ უზრუნველვყოფთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების პროცესში",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.