რატი იონათამიშილი: პრემიერმა გაეროში შშმ პირთა მიმართ აღებულ ვალდებულებებზეც ისაუბრა

რატი იონათამიშილი: პრემიერმა გაეროში შშმ პირთა მიმართ აღებულ ვალდებულებებზეც ისაუბრა

თბილისის საკრებულოს დეპუტატის რატი იონათამიშვილის განცხადებით, გაეროს მაღალი ტრიბუნიდან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, პრემიერმა პირველად ისაუბრა შშმ პირთა მიმართ აღებულ ვალდებულებებზეც.

"პირველად მოხდა, რომ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებთან და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ აღებულ ვალდებულებებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში აისახა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგროც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ასევე, საქართველოში მცხოვრები თითოეული შეზღუდული შესასძლებლობის მქონე პირისთვის, ვისთვისაც სამოქალაქო უფლებების ღირსეული დაცვა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი ამოცანაა", - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გუშინ გამოვიდა.