საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ის არმიის ომის კოლეჯში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ირაკლი სესიაშვილი და დელეგაციის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ომის კოლეჯში, ქალაქ ქარლაისში (პენსილვანია), საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიული მმართველობისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრნენ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე და ტრანსატლანტიკური საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.