თუშეთში, სოფელ გირევთან მეხანძრეებს ხანძრის კერებამდე მიახლოება უჭირთ

თუშეთში, სოფელ გირევთან მეხანძრეებს ხანძრის კერებამდე მიახლოება უჭირთ

თუშეთში, სოფელ გირევთან ცეცხლი ხმელ ბალახს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერებამდე მიახლოება რთულია, რადგან ცეცხლი ძირითადად კლდეზეა გავრცელებული, სადაც მეხანძრეებს გადაადგილება უჭირთ.

ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობას რეინჯერები და მეტყევეებიც იღებენ. თუშეთში ხანძარის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.