საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის პრეზიდენდ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოფიციალური მიღება აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გენერალური ასამბლეის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა.